უკრაინის პრეზიდენტის
ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი წერს, რომ
უკრაინაში ომი ხანგრძლივი არ იქნება და პროცესების "ავღანიზაცია" არ
მოხდება.
მისი თქმით, იმისთვის, რომ რუსეთი ამ ბრძოლაში დამარცხდეს, უკრაინას
მძიმე იარაღი სჭირდება.
"არ იქნება "ავღანიზაცია"
და არ იქნება ხანგრძლივი კონფლიქტი. რუსეთის ფედერაცია დატოვებს ყველა
ტერიტორიას სამხრეთისა და აღმოსავლეთის გარდა, განათავსებს საჰაერო
თავდაცვას, მკვეთრად შეამცირებს დანაკარგებს და შეეცდება გვიკარნახოს
პირობები. ჩვენ გვჭირდება მძიმე იარაღი, თუ გვინდა რუსების აქედან
გაშვება, - წერს პოდოლიაკი ტვიტერის გვერდზე.
უკრაინაში 38 დღეა ომია. 24
თებერვალს, რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი გამოუცხადა უკრაინას. რუსული
ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ინფრასტრუქტურას, ახორციელებენ მასიურ
დაბომბვას უკრაინის ქალაქებისა და დაბების საცხოვრებელ უბნებზე,
საარტილერიო, სარაკეტო ტყვიის და ბალისტიკური რაკეტების
გამოყენებით.
მასალის გამოყენების პირობები