პოლიციამ ქუთაისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა, დაკავებულია 1
პირი.
ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალმა, მიმდინარე წლის 31
მარტს, ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში, კონფლიქტის
შედეგად მეგობარ მამაკაცს ცივი იარაღით კისრის არეში ჭრილობა
მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო
სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ს.ყ. თერჯოლის
მუნიციპალიტეტში დააკავეს. მას ბრალად განზრახ მკვლელობა ედება.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალმა, მიმდინარე წლის 31
მარტს, ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში, კონფლიქტის შედეგად
წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკებისას, მეგობარ მამაკაცს - 1997 წელს
დაბადებულ ტ.კ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით კისრის არეში ჭრილობა
მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში
მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ს.ყ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით
ამოიღო.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები