წითელი ჯვარი მარიუპოლის ევაკუაციის გეგმაზე უკრაინისა და რუსეთის
ფედერაციის უმაღლესი დონის პირებთან შეთანხმდა.
ამის შესახებ The Guardian, Reuters-ზე დაყრდნობით იუწყება.
ეს იყო წინაპირობა, რომ წითელ ჯვარს დაეწყო ჰუმანიტარული
მისია.
"ჩვენ გვაქვს გადაადგილების ნებართვა დღეს და მივდივართ
მარიუპოლისკენ, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს ოპერაცია დღეს დაიწყება", -
თქვა ICRC-ის სპიკერმა ევან უოტსონმა.
წითელი ჯვრის 3 მანქანით შემდგარი გუნდი, რომელშიც 9 თანამშრომელი
იმყოფება, მიზნად ისახავს 54 უკრაინული ავტობუსისგან შემდგარი
კოლონის, ქალაქში შეყვანას.
ჯერჯერობით უცნობია, სად მოხდება მოქალაქეების ევაკუაცია, მაგრამ ეს
იქნება უკრაინაში.
თავად წითელ ჯვარს არ მიუღია ჰუმანიტარული დახმარების შეტანის
ნებართვა.
მარიუპოლი ერთ თვეზე მეტია რუსი ოკუპანტების მიერ ალყაშია მოქცეული.
ქალაქი განუწყვეტლივ იბომბება. ქალაქში 100 000-ზე მეტი მშვიდობიანი
მოქალაქეა დარჩენილი საკვების, წყლის და
მედიკამენტების გარეშე.
უკრაინაში ომის 37-ე დღეა.
24 თებერვალს, რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი გამოუცხადა უკრაინას.
რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ინფრასტრუქტურას, ახორციელებენ
მასიურ დაბომბვას უკრაინის ქალაქებისა და დაბების საცხოვრებელ
უბნებზე, საარტილერიო, სარაკეტო ტყვიის და ბალისტიკური რაკეტების
გამოყენებით.
მასალის გამოყენების პირობები