ახალი ამბები
რუსეთში მოსწავლეებმა მასწავლებელი რუსეთის კრიტიკის გამო დააბეზღეს
FaceBook
რუსეთის ქალაქ პენზაში მოსწავლეებმა მასწავლებელი დააბეზღეს იმის გამო, რომ პედაგოგმა მათთან რუსეთი გააკრიტიკა.

მასწავლებელმა ირინა გეიმ ორ მოსწავლესთან რუსეთი ჩრდილოეთ კორეას შეადარა  და არაცივილიზებული უწოდა. 

ამ საუბრის ჩანაწერი Baza-მ გამოაქვეყნა.  გამოცემის ინფორმაციით, საუბარი შედგა ოლიმპიური სარეზერვო სკოლის მასწავლებელ ირინა გენსა და მის ორ მოსწავლეს შორის.

გთავაზობთ საუბრის ფრაგმენტებს:

- რუსეთს ევროპაში ასპარეზობის უფლება არ მისცეს, გაუქმდა.

- მე ვფიქრობ, რომ სწორია.

- რატომ?

- სანამ რუსეთი არ დაიწყებს ცივილიზებულად მოქცევას, ეს სამუდამოდ გაგრძელდება.

<…>

- რა თქმა უნდა, ეს არასწორია, თქვენ არაფერ შუაში ხართ. ვეთანხმები. მაგრამ ჩვენ გარიყული ქვეყანა ვართ, ჩვენ ვართ ჩრდილოეთ კორეა. ამპარტავანი ქვეყანა! ჩვენ ახლა არსად გვიღებენ, რადგან... მსოფლიო საზოგადოებას უკვირს, როგორ შეიძლება ასე მოქცევა ცივილიზებულ სამყაროში. აბა, სად წავიდეთ? აი ასეა ... და შენ როდის გინდოდა ჩეხეთში წასვლა?

- ივნისში უნდა ყოფილიყო.

- უკვე 100 პროცენტით?

-დიახ, ივნისში უნდა ყოფილიყო.

- არა, ივნისისთვის არაფერი შეიცვლება, ჩემო კარგო. კარგი, შენ წახვალ ЛНР -ში, იქ კარატეა. თქვენ წახვალთ ДНР-ში.

მასწავლებელზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც რუსულ არმიაზე "ფეიკ" ინფორმაციის გავრცელებას კრძალავს.

მუხლი, რომელიც აღიძრა ირინა გეის წინააღმდეგ ითვალისწინებს სასჯელს ჯარიმის სახით 5 მილიონი რუბლი ან თავისუფლების აღკვეთას 10 წლამდე.

უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად  დაუზისტებელი ინფორმაციით, 153 ბავშვი დაიღუპა, ხოლო  400  დაშავდა. 

უკრაინაში ომის 37-ე დღეა.

24 თებერვალს, რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი გამოუცხადა უკრაინას. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ინფრასტრუქტურას, ახორციელებენ მასიურ დაბომბვას უკრაინის ქალაქებისა და დაბების საცხოვრებელ უბნებზე, საარტილერიო, სარაკეტო ტყვიის და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.