ბრიუსელში, უსაფრთხოების 2021 წლის ყოველწლიური
ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ნატოს გენერალური მდივანი იენს
სტოლტენბერგი უკრაინაში ომის საკითხებსაც შეეხო.
მან ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ ნატომ უნდა
გააგრძელოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება.
"ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინისთვის იმდენი იარაღის მიწოდება,
რამდენიც დასჭირდებათ, რადგან უკრაინა იბრძვის ჩვენი ღირებულებების,
თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის", - განაცხადა
სტოლტენბერგმა.
თუმცა, მან "საშიში" უწოდა ნებისმიერ იდეას
რუსეთ-უკრაინის ომში ალიანსის ქვეყნების ჩარევის
შესახებ.
უკრაინაში ომის 36-ე დღეა. 24 თებერვალს, რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი
გამოუცხადა უკრაინას. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ
ინფრასტრუქტურას, ახორციელებენ მასიურ დაბომბვას უკრაინის ქალაქებისა
და დაბების საცხოვრებელ უბნებზე, საარტილერიო, სარაკეტო ტყვიის და
ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით.
მასალის გამოყენების პირობები