უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ
3457 სისხლის სამართლის საქმე აღძრა რუსი სამხედროების
წინააღმდეგ.
ამის შესახებ უკრაინის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო
პოდოლიაკი ტვიტერის გვერდზე წერს.
"ომის კანონების დარღვევა,
ყველაზე უარესი არის მოქალაქეების მკვლელობა, მასობრივი ძალადობა,
ბავშვებზე ძალადობა და წამება. შედეგები რუსეთისთვის კატასტროფული
იქნება", - წერს პოდოლიაკი.
უკრაინაში 36 დღეა ომია. რუსი
ოკუპანტები განსაკუთრებული სისასტიკით ეპყრობიან მშვიდობიან
მოქალაქეებს. დამიზნებით ესვრიან ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს.
ცეცხლს უხსნიან პროდუქტების რიგში მყოფ ადამიანებს. კლავენ ოჯახის
წვერებისა და ახლობლების დასაკრძალად თავშესაფრებიდან ამოსულებს,
ცხრილავენ და იტაცებენ ჰუმანიტარულ ავტობუსებს, რუსი ჯარისკაცების
მიერ ქალების გაუპატიურების ათზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, მათი
ნაწილი გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები