ქუთაისში, ღია საკალათბურთო მოედანი
მოეწყობა. ამის შესახებ ქალაქის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა
განაცხადა.
მერის თქმით, სპორტულ მოედანს
"გალფი" აშენებს, რომელთანაც მოლაპარაკებები უკვე
მიმდინარეობს.
"კომპანია "გალფი" აპირებს
ღია კაუჩუკის საფარიანი კალათბურთის მოედნის მშენებლობას. ახლა
ვმუშაობთ იმაზე, რომ შევარჩიოთ ლოკაცია, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი
ადგილი იქნება კალათბურთელების ხელშეწყობისთვის", -
განაცხადა საკრებულოს სხდომაზე იოსებ ხახალეიშვილმა.
რაც შეეხება კალათბურთის გუნდების
დაფინანსების საკითხს, მერი ამბობს, რომ სპორტის ყველა სახეობაში
თანხა თანაბრად უნდა გადანაწილდეს.
"მესმის, რომ დაფინანსება
სჭირდებათ გუნდებს, მაგრამ ყველა სპორტის სახეობა თანაბრად უნდა
დავაფინანსოთ, არ უნდა იყოს ერთმანეთში გულისწყვეტა. ამიტომ,
გრანდიოზული და დიდი დაფინანსება გარკვეული სპორტის სახეობების მიმართ
არ იქნება ჩვენი მხრიდან მართებული და არც სხვა სპორტის მესვეურების
მხრიდან სწორად აღქმული", - აღნიშნა მან.
კალათბურთის განვითარებისთვის,
მიმდინარე წლის ქალაქის ბიუჯეტში 1 მილიონ 120 ათასი ლარია
განსაზღვრული.
მასალის გამოყენების პირობები