ბოლო 24 საათის მონაცემით,
უკრაინაში რუსმა ოკუპანტებმა დაიწყეს დამატებითი ძალების, მათ შორის
კიევის და ჩერნიგოვის მიდამოებიდან, დონბასისკენ გადასროლა, თუმცა,
კიევის შემოგარენს კვლავ ბომბავენ.
უკრაინის ყველა დიდი ქალაქი მყარად
დგას და იგერიებს მტრის შემოტევას.
ბოლო დღე - ღამის განმავლობაში
უკრაინის ჯარმა გაანადგურა 10 ტანკი, 18 ჯავშანმანქანა, 15
საარტილერიო სისტემა, 1 თვითმფრინავი, 3 უპილოტო და 1 ფრთოსანი
რაკეტა.
ასევე, უკრაინელებმა ბრძოლაში
მოკლეს ერთი მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური.
34 დღიანი ომის განმავლობაში
უკრაინელებმა გაანადგურეს:
614 რუსული ტანკი
17 500 ჯარისკაცი
1735 საბრძოლო ბრონირებული
მანქანა
311 საარტილერიო
სისტემა
54 მიწა-ჰაერი რაკეტა
135 თვითმფრინავი
83 დრონი
1201 სამხედრო
ავტომობილი
7 გემი
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს
ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებული ძალების ყველა ძირითადი ამოცანა
კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით დასრულდა.
"რუსეთის შეიარაღებული
ძალების გადაჯგუფების მიზანია მოქმედებების გააქტიურება პრიორიტეტულ
სფეროებში და უპირველეს ყოვლისა, დონბასის სრული განთავისუფლების
ოპერაციის დასრულება" - აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის
სამინისტროს განცხადებაში.
მათი ინფორმაციით, გასული დღის
განმავლობაში რუსეთის საჰაერო ძალებმა 2 უკრაინული უპილოტო საფრენი
აპარატი ჩამოაგდეს. დაარტყეს 69 სამხედრო აქტივს. მათ შორის: 3
სამეთაურო პუნქტს, 2 მრავალჯერად სარაკეტო სისტემას, 8 საბრძოლო და
სარაკეტო-საარტილერიო იარაღის საცავს და სამხედრო ტექნიკის
კონცენტრაციის 52 უბანს.
რუსული მხარის რწმუნებით, მათ ჯამში
გაანადგურეს:
124 საჰაერო ხომალდი
77 შვეულმფრენი
214 უპილოტო საფრენი
აპარატი
323 უპილოტო საფრენი
აპარატი
1767 ტანკი და სხვა
ჯავშანტექნიკა
186 მრავალჯერადი სარაკეტო
სისტემა
741 საველე არტილერია და
ნაღმმტყორცნები
6 სპეცრაზმი
57 სამხედრო მანქანა
უკრაინაში ომის 36-ე დღეა. 24
თებერვალს, რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი გამოუცხადა უკრაინას. რუსული
ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ინფრასტრუქტურას, ახორციელებენ მასიურ
დაბომბვას უკრაინის ქალაქებისა და დაბების საცხოვრებელ უბნებზე,
საარტილერიო, სარაკეტო ტყვიის და ბალისტიკური რაკეტების
გამოყენებით.
მასალის გამოყენების პირობები