უკრაინაში გმირულად დაღუპული
ქართველი მებრძოლი დავით გობეჯიშვილი საქართველოში
ჩამოასვენეს.
თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო
აეროპორტში გამთენიას ჩამოფრინდა. აეროპორტში მოქალაქეები შეიკრიბნენ
და მის ხსოვნას პატივი მიაგეს. დავით გობეჯიშვილს მშობლიურ სახლში,
ტყიბულში გადაასვენებენ.
დავით გობეჯიშვილი მეოთხე ქართველი
მებრძოლია, რომელიც უკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიღუპა. იგი
ირპენში, საარტილერიო დაბომბვას ემსხვერპლა. დავითი სოხუმიდან იყო
დევნილი, იგი მონაწილეობდა აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს
ომებში.
ქალაქ ირპენთან დაიღუპნენ ორი
ქართველი მებრძოლი დავით რატიანი და გია ბერიაშვილი. ისინი სამხედრო
პატივით, სამოქალაქო სასაფლაოზე დაკრძალეს. რაც შეეხება კიდევ ერთ
დაღუპულს ბახვა ჩიქობავას, მისი ცხედრის ბლოკირებული მარიუპოლიდან
გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
მასალის გამოყენების პირობები