რუსული სამხედრო დანაშაულების
გამოსაძიებლად, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ გადაწყვიტა შექმნას
დამოუკიდებელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისია.
კომისია გამოიკვლევს და განიხილავს
ყველა ბრალდებას უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის
დარღვევაში "რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის
კონტექსტში".
საგამოძიებო ჯგუფს ნორვეგიელი ერიკ
მოსე უხელმძღვანელებს.
სამკაციან კომისიას დაევალა
"შეაგროვოს, გააერთიანოს და გააანალიზოს მტკიცებულებები
დარღვევებისა და ძალადობის შესახებ, მათ შორის გენდერული განზომილების
ჩათვლით. სისტემატურად აღრიცხოს და შეინახოს ყველა ინფორმაცია,
დოკუმენტაცია და მტკიცებულება, მათ შორის გასაუბრება, მოწმეთა ჩვენება
და სასამართლო მასალა, თანმიმდევრულად. საერთაშორისო სამართლის
სტანდარტებთან, ნებისმიერი სამომავლო სამართლებრივი პროცესის
გათვალისწინებით. ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტმა ფედერიკო
ვილეგასმა მოითხოვა რეკომენდაციები სხვადასხვა დაინტერესებული
მხარისგან მაღალკვალიფიციური და მიუკერძოებელი კანდიდატების
მოსაძებნად" - ნათქვამია გაეროს 30 მარტის განცხადებაში.
უკრაინაში ომის 36-ე
დღეა.
24 თებერვალს, რუსეთმა
სრულმასშტაბიანი ომი გამოუცხადა უკრაინას. რუსული ჯარები ბომბავენ და
ანგრევენ ინფრასტრუქტურას, ახორციელებენ მასიურ დაბომბვას უკრაინის
ქალაქებისა და დაბების საცხოვრებელ უბნებზე, საარტილერიო, სარაკეტო
ტყვიის და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით.
მასალის გამოყენების პირობები