მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები
გაერთიანდნენ უკრაინელების დასახმარებლად და ბირმინგემში (ბრიტანეთი)
უკრაინისთვის თანხის შესაგროვებლად საქველმოქმედო კონცერტი
გამართეს.
უკრაინის მხარდასაჭერად ორსაათიან
კონცერტზე გამოვიდა მუსიკოსი ედ შირანი.
უკრაინას მხარდაჭერა ბრიტანელმა
მომღერალმა პალომა ფეიტმაც გამოუცხადა. შემსრულებელმა ომის პირველივე
დღეებიდან თავისი პოზიცია ღიად გამოთქვა და უკრაინელების მხარე
დაიკავა.
კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ტომ
ოდელმა, კამილა კაბელომ, ემელი სანდემ, გრეგორი პორტერმა და სნოუ
პატროლმა.
ბილი აილიში კონცერტს ვერ დაესწრო, თუმცა ონლაინ ჩაერთო და უკრაინას
მხარდაჭერა გამოუცხადა.
კონცერტში მონაწილეობა მიიღო
უკრაინელმა მომღერალმა ჯამალამაც.
ორგანიზატორების თქმით, კონცერტზე
მოხერხდა 14,7 მილიონი დოლარის შეგროვება. ეს თანხა უკრაინელი
ლტოლვილების დახმარების ფონდში გადაირიცხება.
უკრაინაში 35-ე დღეა ომია. რუსი
აგრესორები უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრნენ.
მასალის გამოყენების პირობები