ახალი ამბები
რა შემთხვევაში დათანხმდება ჯო ბაიდენი პუტინთან შეხვედრას
FaceBook
თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორის ქეით ბედინგფილდის განცხადებით, ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას, უკრაინაში დეესკალაციის პირობით დათანხმდება.


"ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რისი თქმა სურს პრეზიდენტ პუტინს... ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ რუსეთს ესაჭიროება ხელშესახები დეესკალაცია უკრაინაში და თანმიმდევრული, ჭეშმარიტი ერთგულება დიპლომატიისადმი, სანამ პრეზიდენტი დათანხმდება ასეთ საუბარს", - თქვა მან.

სამი დღის წინ, პოლონეთში ვიზიტისას, ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პუტინის მისამართი მწვავე შეფასებები გააკეთა და მას "ყასაბი" უწოდა, რის გამოც ის არ უნდა დარჩეს ხელისუფლებაში. მის ამ განცხადებას რუსეთის მხრიდან საპასუხო განცხადება მოჰყვა, სადაც თქვეს, რომ მათი გადასაწყვეტი არ არის თუ ვინ იქნება რუსეთის ხელისუფლებაში. მოგვიანებით, თეთრმა სახლმა განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტს რუსეთის ხელისუფლების ცვლილება არ უგულისხმია.

უკრაინაში ომის 35-ე დღეა.

24 თებერვალს, რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი გამოუცხადა უკრაინას. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ინფრასტრუქტურას, ახორციელებენ მასიურ დაბომბვას უკრაინის ქალაქებისა და დაბების საცხოვრებელ უბნებზე, საარტილერიო, სარაკეტო ტყვიის და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით.

შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს რუსეთს, როგორც აგრესორს, რომლის საერთაშორისო იზოლაცია დღითიდღე იზრდება.

29 მარტს, სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს საპრეზიდენტო სასახლეში რუსეთ-უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკება შედგა. შეხვედრის შემდეგ უკრაინის დელეგაციის წევრებმა იმ წინადადებებზე ისაუბრეს, რაც შეხვედრის დროს რუსულ მხარეს წარუდგინეს.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.