ახალი ამბები
შერჩევითი სტუმართმოყვარეობა - ვის დახვდა და ვის არა ქუთაისის მერი აეროპორტში
FaceBook
ორწლიანი პაუზის შემდეგ, რომი-ქუთაისის მიმართულებით შესრულებული პირველი ავიარეისის მგზავრებს, ქუთაისის მერი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დახვდა.

"ქუთაისსა და იტალიის დედაქალაქს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა განახლდა. 28 მარტს, რომიდან ჩამოფრენილ პირველ განახლებულ რეისს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დავხვდით და მგზავრებს სიმბოლური საჩუქრები გადავეცით",
- დაწერა  ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ფეისბუქის გვერდზე და ფაქტის ამსახველი ფოტოებიც გამოაქვეყნა.

ფოტო: ქუთაისის მერია


თუმცა, მერმა საჭიროდ არ ჩათვალა იმავე აეროპორტში, ორი დღით ადრე  (26 მარტს) ჩამოფრენილ, უკრაინის 103 მოქალაქესთან შეხვედრა, რომლებიც რუსულ ბომბებს გამოექცნენ. 

ადგილობრივ თვითმმართველობაში გვიან ახსენდებათ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა. ასე მოხდა სოლიდარობის გამოცხადების დროსაც, როცა მხარდამჭერი ტექსტი ქალაქის მერმა  ომიდან მეოთხე დღეს გაავრცელა.

ადგილობრივ მთავრობაში ომის დაწყებიდან  ხუთდღიანი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტეს  დახმარებოდნენ უკრაინაში დამეგობრებულ ქალაქებს. მერიაში პირველი მარტიდან დაიწყეს  უკრაინელი ხალხისათვის ჰუმანიტარული დახმარების მოგროვებაც და შესაბამისი ფონდი შექმნაც. 

ფოტო: საქართველოს აეროპორტების გაერთიანება

ქუთაისის მერიას ვკითხეთ, სად დაბინავდნენ ქუთაისის აეროპორტში ჩამოსული უკრაინის მოქალაქეები და რატომ არ დახვდა მათ ადგილობრივი ხელისუფლება?

მერიის პრესსამსახურში გვიპასუხეს:

"ქუთაისის მერია, ომის დაწყების პირველივე დღიდან მზად არის, შესაბამისი დახმარება აღმოუჩინოს ყველა უკრაინელს, ვისაც ამის საჭიროება აქვს. ამ ეტაპზე, ქუთაისში მყოფ უკრაინის ნებისმიერ მოქალაქეს, ვინც დახმარების თხოვნით მიმართა ქალაქის მერიას, გაეწია შესაბამისი დახმარება. ამასთანავე, უკრაინაში უკვე გაიგზავნა ქუთაისში შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი. მალე გაიგზავნება ტვირთის მეორე ნაწილიც".

ერთთვიანი ომის შემდეგ, სამშვიდობოს გამოღწეულ უკრაინელ მოქალაქეებს, ქუთაისის აეროპორტში ორგანიზაცია "ქეარ კავკასიისა" და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით პირველადი დახმარების საშუალებები დაურიგდათ. ისინი საქართველოში კრაკოვიდან და კატოვიცედან ჩამოვიდნენ.

საქართველო აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 26 მარტს პოლონეთიდან საქართველოში უკრაინის 103 მოქალაქე ჩამოფრინდა. ისინი საქართველოში, ძირითადად, პოლონეთის 5 ქალაქიდან ქუთაისის აეროპორტის გავლით ჩამოდიან და დედაქალაქში მიემგზავრებიან.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.