უკრაინაში, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების
შემდეგ, ნახევარი მილიონი უკრაინელი, ძირითადად მამაკაცი,
დაბრუნდა.
ინფორმაციას სააგენტო Ukrinform ავრცელებს.
„უკრაინაში 510 000 მოქალაქე დაბრუნდა“,- აღნიშნა უკრაინის
სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის სპიკერმა ანდრეი
დემჩენკომ.
უკრაინაში დაბრუნებულებიდან 75-დან 80 პროცენტამდე მამაკაცია.
უკრაინაში 34 დღეა ომია. რუსი ოკუპანტები 24 თებერვალს შეიჭრნენ
უკრაინაში, დაბომბეს და დაანგრიეს ათობით ქალაქი, დაიღუპა ათასობით
ადამიანი და ლტოლვილად იქცა 3.5 მილიონი უკრაინელი.
მასალის გამოყენების პირობები