ქუთაისში, რიონის სანაპიროზე
მდებარე ავარიული სახლის აივანი და კიბე ჩაინგრა.
შემთხვევა დავით და კონსტანტინეს
ქუჩაზე, გოგრიჭიანების სახლში მოხდა. მომხდარის დროს ოჯახის წევრები
სახლში იყვნენ, რომლებიც უბედურ შემთხვევას გადაურჩნენ.
"მოხუცი ქალი ცხოვრობს
სახლში და კიდევ კარგი იმ დროს გარეთ არ იყო, თორემ უბედურება
დატრიალდებოდა. მთლიანად ჩამოიშალა აივანი, კიბე და ონკანი. არავინაა
პატრონი", - ამბობენ ადგილობრივები.
გოგრიჭიანებს ჩამონგრეული სახლის გამაგრება უკვე თავიანთი
ძალებით უწევთ.
გოგრიჭიანების
სახლი
რიონის სანაპიროზე, სადაც ათობით ავარიული სახლია,
ეს ნგრევის პირველი შემთხვევა არ არის. ოთხი წლის წინ ჩამოიშალა
გიორგი ტურაბელიძის ორსართულიანი სახლიც.
"არავინ მოსულა და უკითხავს რა მიჭირდა. იმის გამო, რომ სახლი
აღარ მაქვს, ოჯახთან ერთად ნაქირავებში ვცხოვრობ. გამარკვიოს ვინმემ,
ნუთუ არაფერი მეკუთვნის?" - ამბობს გიორგი
ტურაბელიძე.
გიორგი ტურაბელიძის სახლის ნანგრევები
ქუთაისის მერია რიონისპირა სახლების აღდგენას, წლების წინ გაცემული
დაპირების მიუხედავად, დღემდე ვერ ახერხებს. სიცოცხლისთვის საშიში
სახლების რეკონსტრუქცია თვითმმართველობამ 2018 წელს ყველაზე მასშტაბურ
პროექტად დაასახელა. მაშინ რეაბილიტაციის პროექტირებაზე 944 000 ლარის
ღირებულების ტენდერი რეგიონალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა.
პროექტის მიხედვით, პირველ ეტაპზე რეკონსტრუქცია რიონის მარცხენა
სანაპიროზე მდებარე სახლებს უნდა ჩატარებოდა, შემდეგ სამუშაოები
კათოლიკურ უბანში უნდა გაგრძელებულიყო, ბოლოს კი მთელი ისტორიული
ნაწილი უნდა მოეცვა.
პროექტის სავარაუდო ღირებულება 25 მილიონი ლარი იყო.
მასალის გამოყენების პირობები