ახალი ამბები
"გუშინდელი აქციების უკან "ნაციონალური მოძრობა" იდგა" - ღარიბაშვილი
FaceBook
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ 27 მარტს, სხვადასხვა ქალაქში, საწვავზე ფასის გაზრდის გასაპროტესტებლად გამართული აქცია მართული იყო.


მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ღარიბაშვილს ტრადიცია არ დაურღვევია და თქვა, რომ საპროტესტო აქციების უკან "ნაციონალური მოძრაობა" იდგა.

"მინდა შევეხო საკითხს, რომელიც საწვავის ფასებს უკავშირდება. გუშინ ჩვენ ვნახეთ, რომ გარკვეული აქციები იყო ორგანიზებული, რომლის უკან, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ "ნაციონალური მოძრაობა" იდგა. მესმის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ძალიან აწუხებთ ფასები. ჩვენ ყველანი ვართ დაინტერესებული იმით, რომ რაც შეიძლება შევუმსუბუქოთ ჩვენს მოქალაქეებს გაზრდილი ფასები და ის წნეხი, რომელიც ამ კრიზისებიდან გამომდინარეობს",
- განაცხადა მან მთავრობის სხდომაზე.

მანამდე მან სცადა მოსახლეობა დაერწმუნებინა იმაში, რომ ქვეყანაში საწვავზე ტარიფი გაზრდილი არ არის და რომ საქართველო, ერთ ლიტრ ბენზინზე ფასის სიიაფით, მსოფლიოში 71-ე ადგილზეა.

27 მარტს თბილისში, ქუთაისსა და ფოთში მოქალაქეებმა საწვავზე და პირველადი მოხმარების სურსათზე გაზრდილი ფასები გააპროტესტეს. აქციებზე სამართალდამცავებმა 17 ადამიანი დააკავეს. დაკავებულთა შორის 2 ქუთაისის მცხოვრებია, ხოლო 15 თბილისის.

ღარიბაშვილის განცხადებით, მოქალაქეები შეცდომაში არიან შეყვანილი, როცა საწვავზე გაზრდილ ფასებს აპროტესტებენ.

მან ისაუბრა ქვეყანაში არსებულ ინფლაციაზეც და თქვა, რომ 2011 წელს, როცა ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობა" იყო, ეს მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.