დღეს არ იქნება ჰუმანიტარული დერეფნები, რადგან მოსალოდნელია
პროვოკაციები ოკუპანტების მიერ.
ამის შესახებ, დაზვერვაზე დაყრდნობით, უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა
ვერეშჩუკიმ განაცხადა.
"ჩვენმა დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია ოკუპანტების შესაძლო
პროვოკაციების შესახებ ჰუმანიტარული დერეფნების მარშრუტებზე. ამიტომ,
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიზნით, დღეს ჩვენ ვერ ვხსნით
ჰუმანიტარულ დერეფნებს", - წერს ირინა ვერეშჩუკი.
33 დღეა რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს
აწარმოებს.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ
განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან
მოსახლეობას.
მასალის გამოყენების პირობები