ქუთაისის მერიასთან აქციის მონაწილეები, რომლებმაც საწვავზე ფასის
გაზრდის გამო გზა გადაკეტეს, სამართალდამცავებმა დააკავეს.
მოქალაქეები მხარის გუბერნატორთან და მერთან ითხოვდნენ შეხვედრას,
პარალელურად კი პროტესტის ნიშნად ავტომობილებით გზა გადაკეტეს.
სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზის
გათავისუფლება მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი, რამდენიმე პირი
დააკავა.
"არ ვიცი რატომ წაიყვანეს, ჩვენ ვითხოვდით ქალაქის პირველი პირებისგან
პასუხების მიღებას საწვავის ფასთან დაკავშირებით, რა დროსაც რამდენიმე
ადამიანი დააკავეს", - ამბობენ აქციის მონაწილეები.
ადგილზე ამ დრომდე რჩებიან როგორც აქციიის მონაწილები, ასევე
სამართალდამცველებიც.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ პოლიციიის კანონიერი
მოთხოვნისადმი დაუმროჩილებლობის გამო ორი პირი, ადმინისტრაციულ
სამართალდაღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად
დააკავეს.
ქუთაისში, დღეს საწვავზე ფასის
მომატება გააპროტესტეს. აქციის
მონაწილეების მოთხოვნაა საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება
და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა.
მასალის გამოყენების პირობები