ომის დაწყებიდან უკრაინაში დაახლოებით 16 600 რუსი სამხედრო
გარდაიცვალა.
ინფორმაციას ამის შესახებ შეიარაღებული ძალების გენერალური
შტაბი საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე ავრცელებს.
მტრის ჯამური საბრძოლო დანაკარგები 24 თებერვლიდან 27 მარტის ჩათვლით
ასე გამოიყურება:
დაახლოებით 16 600 სამხედრო პერსონალი, 582 ტანკი , 1 664
ჯავშანტექნიკა, 294 საარტილერიო სისტემა, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის
უპილოტო საფრენი აპარატები - 56.
გარდა ამისა, ომის დაწყებიდან დღემდე განადგურებულია მტრის 121
თვითმფრინავი და 127 შვეულმფრენი. გენერალურ შტაბში აღნიშნეს, რომ
მონაცემები ზუსტდება.
უკრაინაში 32 დღეა ომია.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ
განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან
მოსახლეობას.
შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული
დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.
მასალის გამოყენების პირობები