ამერიკის შეერთებული შტატების
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, პოლონეთიდან რუს ხალხს
მიმართა.
მან რუსეთის მოქალაქეებს გაახსენა ბერლინის კედლისა და საბჭოთა
კავშირის დანგრევა და უთხრა, რომ ყველაზე კარგად მათ იციან და ესმით,
რატომ ჩამოიხსნა რკინის ფარდა. მან რუსეთში დემოკრატიის ნაკლებობაზე
ისაუბრა და თქვა, რომ ამერიკამ და ევროპამ უნდა აიღოს მისი
გაძლიერების ვალდებულება საკუთარ თავზე. მან ჰკითხა რუსებს:
ბავშვებისა და მოხუცების მოკვლა სამართლიანია? გამოსვლის ბოლოს კი
თქვა: "ეს ადამიანი (პუტინი) ვერ დარჩება ხელისუფლებაში"
"თუ თქვენ ფიქრობთ, რომ
ბავშვების და მოხუცების მოკვლა არის სამართლიანობა, მინდა გითხრათ,
რომ ეს არ არის ზესახელმწიფოს ქმედებები. ჩვენ არ შეგვიძლია ტირანს
მივცეთ უფლება გვიკარნახოს ახალი წესები, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ
დემოკრატია რუსეთში და ეს არ არის მხოლოდ ხმამაღალი სიტყვები, საჭიროა
მოქმედებები. აი, მე ვტოვებ ევროპას და ვტოვებ მკაფიო სიგნალს, რომ
ჩვენ უნდა ავიღოთ ვალდებულება ჩვენ თავზე, რომ გავაგრძელოთ
მონაწილეობა ამ პროცესში. ეს არის უკიდურესად რთული სიბნელე, რომელიც
მოსდევს ავტოკრატიას, მაგრამ ის ვერ გადალახავს სინათლეს. თქვენ ხომ
გახსოვთ რისთვის დაინგრა ბერლინის კედელი და რისთვის გაიხსნა რკინის
ფარდა? ძალა არის ერთად ყოფნაში და ამ ერთად ყოფნამ დაამარცხა საბჭოთა
კავშირი. დიქტატორი, რომელიც ისწრაფვის ისტორიას ჩაბარებული იმპერიის
აღდგენისთვის, ვერასდროს მოახერხებს მიზნის მიღწევას, ეს ადამიანი ვერ
დარჩება ხელისუფლებაში", - თქვა ბაიდენმა.
ამერიკის პრეზიდენტმა ხაზგასმით
აღნიშნა, რომ პუტინი ნატოს ვერ დაასუსტებს, რადგან ნატო ძლიერია და ის
კიდევ უფრო გაზრდის თავის ძალებს მშვიდობის
უზრუნველსაყოფად.
მან ასევე ისაუბრა უკრაინელ
დევნილებზე, რომლებიც მან პოლონეთში მოინახულა და თქვა, რომ ძალიან
დათრგუნულია ამით, თუმცა, აღფრთოვანებულია პოლონელების გულუხვობით,
რომლებმაც გულის კარი გაუღეს უკრაინელებს.
ჯო ბაიდენმა პოლონეთში ვიზიტი
დაასრულა.
მასალის გამოყენების პირობები