"უკრაინის დაზვერვა,
მეტყევეებთან და მონადირეებთან ერთად ამზადებს "ძლიერ პარტიზანულ
ბრძოლას" რუსული ჯარების ზურგში"
- ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს
მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა
ამერიკულ გამოცემა The Nation-თან
ინტერვიუში განაცხადა.
"ჩვენი ჯარისკაცები
ჩვენი სპეცრაზმია, ჩვენი მონადირეებიც კი თოფებით დაიწყებენ მტერზე
ნადირობას. მე ვიტყვი, რომ მალე გაზაფხული მოვა, ტყეები გამწვანებულია
და აგრესორისთვის ნამდვილი ჯოჯოხეთი გაიხსნება", - თქვა
ბუდანოვმა.
ინტერვიუში მან უკრაინის
დაზვერვის გეგმები შეადარა პარტიზანულ მოძრაობას ვიეტნამსა და
ავღანეთში.
უკრაინაში 31 დღეა ომია. რუსი
აგრესორები სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს
შეიჭრნენ.
მასალის გამოყენების პირობები