"დახურეთ ცა", "შეაჩერეთ უკრაინელი
ხალხის გენოციდი" - ამ მოწოდებებით ვარშავაში ათასობით უკრაინელი და
პოლონელი შეიკრიბა, რომლებიც ცენტრალურ მოედანზე
დაწვნენ.
მათ ამ ფორმით, უკრაინაში დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების გვამები
განასახიერეს, რომელთა დაკრძალვასაც უწყვეტი დაბომბვების გამო ვერ
ახერხებენ.
პერფორმანსის მონაწილეები,
მოედანზე, პოლონეთში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო
ბაიდენის ვიზიტის პარალელურად შეიკრიბნენ და მსოფლიოს მოუწოდეს
დახურონ უკრაინის ცა რუსული ბომბებისთვის, რომელიც შეწყვეტს უკრაინელი
ხალხის გენოციდს.
უკრაინაში 31 დღეა ომი გრძელდება.
ყოველდღიურად იბომბება ქალაქები, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობა
ეწირება. ხალხი სარდაფებს ვერ ტოვებს მეზობლებისა და ნათესავების
დასამარხად, რადგან არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, როცა რუსმა ოკუპანტებმა
მოკლეს ადამიანები, რომლებიც ჰუმანიტარული მიზნით გამოვიდნენ
სამალავებიდან.
მასალის გამოყენების პირობები