ბოლო 24 საათის განმავლობაში
საქართველოში კორონავირუსის კიდევ 658 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3
478 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 6
პაციენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი
ინფიცირების შემთხვევიდან: თბილისში დადასტურდა 290, აჭარაში - 37,
იმერეთში - 88, ქვემო ქართლში - 31, შიდა ქართლში - 46, გურიაში - 43,
სამეგრელო - ზემო სვანეთში - 53, კახეთში - 43, მცხეთა-მთიანეთში -12,
სამცხე-ჯავახეთში -7, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში -
8.
ამ დროისთვის საქართველოში
კორონავირუსის 1 645 959 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის
გამოჯანმრთელდა 1 615 166, გარდაიცვალა 16 704 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი
შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
მასალის გამოყენების პირობები