ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე,
საცხოვრებელ კორპუსებთან ახლოს ნაძვებს ჭრიან.
ადგილზე მოქალაქეები არიან შეკრებილი. მათი თქმით, ხეები, გარდა
იმისა, რომ სუფთა ჰაერს ინარჩუნებდნენ მათ ეზოებში, ერთგვარ ქარსაფარ
ზოლსაც წარმოადგენდნენ.
"ჯერ ერთი, რომ ჟანგბადი
გვქონდა, მეორეც, ქუთაისი ქარიანი ქალაქია და ეს ნაძვები გვიცავდა.
ვერავინ გაბედავს აქ ისევ მოსვლას და ხეების მოჭრას. მოვითხოვთ,
მერიამ გააუქმოს ამ ასწლოვანი ნაძვების მოჭრის ნებართვა", -
ამბობენ ადგილობრივები.
ადგილობრივების პროტესტის გამო, ხეების მოჭრის პროცესი
შეაჩერეს.
გასცა თუ არა მერიამ ასწლოვანი
ნაძვების მოჭრის ნებართვა და რა მიზნით ნადგურდება ასათიანის ქუჩაზე
ხეები, ამაზე პასუხს ქუთაისის მერიისგან ველოდებით.
მასალის გამოყენების პირობები