უკრაინის გენერალური შტაბის 25
მარტის მონაცემებით, უკრაინის ჯარები აგრძელებენ დაცვას აღმოსავლეთის,
სამხრეთ-აღმოსავლეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთის
მიმართულებით.
ისინი აკონტროლებენ ქალაქ ჩერნიჰოვს და ხელს უშლიან
რუსეთის ჯარების წინსვლას კიევისკენ. უკრაინის გენერალური შტაბის
ცნობით, დამპყრობლების 24 მარტის დანაკარგებია:
20-მდე ჯავშანტექნიკა
9 საარტილერიო სისტემა
200-ზე მეტი სამხედრო
მოსამსახურე
3 თვითმფრინავი
3 დრონი
ავიაციამ დარტყმა მიაყენა
ჯავშანტექნიკის კოლონებს, ლოჯისტიკურ ცენტრებს და რუსეთის
შეიარაღებული ძალების ჯარების კონცენტრაციას.
"ოკუპანტები იბრძვიან,
მიზანმიმართულად არღვევენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის
ნორმებს და ომის წესებს" - აცხადებენ უკრაინის გენერალურ
შტაბში.
უკრაინამ 30 დღიანი ომის
განმავლობაში გაანადგურა
რუსების 561 ტანკი
16 100 სამხედრო
1625 საბრძოლო ბრონირებული
მანქანა
291 საარტილერიო
სისტემა
47 მიწა-ჰაერი რაკეტა
115 თვითმფრინავი
53 დრონი
1089 სამხედრო
ავტომობილი
4 გემი
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს
ცნობით, ავიაციამ გაანადგურა 24 სამხედრო ტექნიკა, მათ
შორის:
7 ტანკი
5 ქვეითი საბრძოლო
მანქანა
3 ჯავშანტრანსპორტიორი
რუსული მხარის ინფორმაციით,
ოპერატიულ-ტაქტიკურმა და სამხედრო ავიაციამ უკრაინის შეიარაღებული
ძალების 51 სამხედრო აქტივი დაბომბა.
2 სამეთაურო პუნქტი
3 მრავალჯერადი სარაკეტო
სისტემა
2 Buk M-1 საზენიტო-სარაკეტო
სისტემა
1 სარადარო სადგური სამიზნეების
განათებისთვის და S-300 საზენიტო სარაკეტო სისტემის დამიზნებისთვის
დნეპროპეტროვსკის მახლობლად
3 D-30 საარტილერიო
სამაგრი
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო
მიუთითებს იმ დანაკარგებზე, რომლებიც მათი რწმუნებით, ერთი თვის
განმავლობაში უკრაინულმა მხარემ მიიღო.
ესენია:
261 უპილოტო საფრენი
აპარატი
204 საზენიტო-სარაკეტო
სისტემა
1587 ტანკი და სხვა
ჯავშანტექნიკა
163 მრავალჯერადი სარაკეტო
სისტემა
636 საველე არტილერია და
ნაღმმტყორცნები
1397 ერთეული შეიარაღებული ძალების
სპეციალური სამხედრო ტექნიკა
უკრაინაში 30 დღეა ომია. რუსი
აგრესორები უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრნენ.
მასალის გამოყენების პირობები