ბელორუსი რამდენიმე უკრაინელ
დიპლომატს ქვეყნის დასატოვებლად 72 საათს აძლევს.
ამის შესახებ UNN ბელორუსიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით
წერს. გამოცემის ინფორმაციით, ბელორუსმა თავის ტერიტორიაზე უკრაინელი
დიპლომატების რაოდენობის შემცირებისა და ბრესტში უკრაინის საკონსულოს
დახურვის გადაწყვეტილება უკვე მიიღო.
"დიპლომატიური
ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის მე-11 მუხლის სრული დაცვით,
ბელორუსის რესპუბლიკამ მიიღო გადაწყვეტილება, შეამციროს უკრაინელი
დიპლომატების რაოდენობა თავის ტერიტორიაზე. ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს
უკრაინის საგარეო დაწესებულებების რიგი თანამშრომლების
არადიპლომატიური საქმიანობის დასრულებას. მათ სთხოვეს 72 საათის
განმავლობაში დატოვონ ჩვენი ქვეყანა. პერსონალის ფაქტობრივი სიმცირის
გამო, ბელორუსულმა მხარემ ასევე გადაწყვიტა ბრესტში უკრაინის
საკონსულოს დახურვა", - განაცხადა ბელორუსიის საგარეო
საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ალექსეი გლაზმა.
მისი თქმით, დიპლომატიურ პერსონალს
1+4 ფორმატში "შეუძლია უსაფრთხოდ გააგრძელოს მუშაობა ვენის
კონვენციებით დასახული მიზნების შესაბამისად".
მასალის გამოყენების პირობები