ოკუპანტებს შორის იზრდება მათი
რიცხვი, ვინც უკრაინის მხარეს ებრძვის რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ
პუტინის რეჟიმს.
ამის შესახებ უკრაინის ცენტრალური
სადაზვერვო სააგენტო იტყობინება.
"უფრო და უფრო მეტი რუსი
სამხედრო მოსამსახურე არა მხოლოდ უარს ამბობს უკრაინის წინააღმდეგ
ომში მონაწილეობაზე, არამედ იარაღით ხელში გადადის უკრაინაში, რათა
მონაწილეობა მიიღოს პუტინის კრიმინალური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის არმიამ ვერ აიღო კიევი ან
სხვა რომელიმე დიდი ქალაქი, ხოლო ზოგიერთ დროებით ოკუპირებულ
დასახლებაზე სრულად კონტროლს დღემდე ვერ ახერხებს. ყველა ეს პრობლემა
აისახება ოკუპანტების საბრძოლო სულისკვეთებაზე", - ნათქვამია
განცხადებაში.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, 30
დღიანი ომის შედეგად, განადგურებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების 15
000-ზე მეტი ჯარისკაცი.
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ
სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. ოკუპანტი ჯარი განუწყვეტლივ
ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან
მოსახლეობას.
მასალის გამოყენების პირობები