საწვავის ფასის მატებასთან ერთად,
გაძვირდა მგზავრობა ქუთაისი-თბილისის ხაზზე. ქუთაისიდან დედაქალაქის
მიმართულებით და პირიქით, გადაადგილება 15 ლარის ნაცვლად 20 ლარი
ღირს.
მგზავრებს მეორე დღეა 5 ლარით მეტის გადახდა უწევთ.
ქუთაისი-თბილისის ხაზზე დასაქმებული
მძღოლები ამბობენ, რომ საწვავზე გაზრდილი ფასის გამო, ხარჯი
გაეზარდათ, შემოსავალი კი პირიქით, მცირდება. მათი თქმით,
შემცირებულია მგზავრების რაოდენობაც, რადგან მოქალაქეები მგზავრობის
გადაწყვეტილებას მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში იღებენ.
მძღოლებმა არ იციან რამდენი ხანი შენარჩუნდება გაზრდილი ფასი. მათი
თქმით, ეს საწვავის ღირებულებაზეა დამოკიდებული.
მასალის გამოყენების პირობები