საქართველოს იუსტიციის მინისტრმა
რატი ბრეგაძემ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
გადაწყვეტილება გაასაჯაროვა.
2008 წლის აგვისტოს ომთან
დაკავშირებით, საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში გამარჯვება
მოიპოვა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა
სასამართლომ, რუსეთის კოორდინაციით, ცხინვალის მოსახლეობის მიერ,
საქართველოს წინააღმდეგ 370 ინდივიდუალურ საჩივარზე განჩინება
გამოაქვეყნა და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა.
"სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა
ქართული მხარის არგუმენტები იმის თაობაზე, რომ ომის დროს ცხინვალის
რეგიონი აქტიურად იბომბებოდა რუსეთის მხრიდან და საქართველოს
შეიარაღებული ძალები არ ახორციელებდნენ კონტროლს ცხინვალზე და
მიმდებარე ტერიტორიაზე. შესაბამისად, შეუძლებელია რაიმე დარღვევა
შეერაცხოს საქართველოს", - აღნიშნა ბრეგაძემ.
მისი თქმით, საჩივრები იყო
დაუსაბუთებელი, ვერ იქნა წარმოდგენილი მინიმალური სტანდარტის
მტკიცებულებები.
დღეის მდგომარეობით, სტრასბურგში
განიხილება საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი კიდევ 154
საჩივარი.
რამდენიმე დღის წინ, 2008 წლის
ომთან დაკავშირებით, ჰააგის სასამართლო პროკურორმა ქართველი
სამოქალაქო ტყვეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ეპიზოდზე,
დაკავების ბრძანებები გამოსცა 3 ბრალდებულის მიმართ.
მასალის გამოყენების პირობები