უკრაინა, დიდი ბრიტანეთიდან,
შვედეთიდან და ევროკავშირიდან ფულად დახმარებასა და შეიარაღებას
მიიღებს.
შვედეთი უკრაინას 5000
ტანკსაწინააღმდეგო იარაღს გადასცემს. შვედეთმა უკრაინას უკვე
გაუგზავნა 5000 ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და სხვა სამხედრო
დახმარება.
დიდი ბრიტანეთი უკრაინას 6000
თავდაცვით რაკეტას მიაწვდის. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის
პრესრელიზის თანახმად, რაკეტებში შედის ტანკსაწინააღმდეგო და
ასაფეთქებელი იარაღი. დიდი ბრიტანეთი, ასევე გამოყოფს 25 მილიონ ფუნტს
(33 მილიონი აშშ დოლარი) უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის. დიდი
ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი, უკრაინის დახმარების სრულ
პაკეტზე ნატოსა და G7 ლიდერების შეხვედრაზე ისაუბრებს .
უკრაინას 1,1 მილიონ დოლარამდე
უზრდის დახმარებას ევროკავშირი. თანხას ევროსაბჭო სამშვიდობო ფონდიდან
გამოყოფს, რაც საშუალებას მისცემს მათ "უკრაინის შეიარაღებული ძალების
შესაძლებლობებისა და გამძლეობის შემდგომ მხარდაჭერაში".
უკრაინაში 29 დღეა ომია. რუსი
აგრესორები ქვეყანაში ერთი თვის წინ, 24 თებერვალს
შეიჭრნენ.
მასალის გამოყენების პირობები