უკრაინაში ოკუპანტი რუსეთის
შეჭრიდან ერთი თვე გავიდა.
უკრაინის მიმართ სოლიდარობის კიდევ
ერთხელ გამოსახატავად, ქუთაისში, დღეს, 15:00 საათზე, ლესია
უკრაინკას ქუჩაზე მხარდამჭერი აქცია ჩატარდება.
უკრაინაში ომის დაწყებიდან დღიდან,
ქუთაისში, ისევე როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, უკრაინის
მხარდამჭერი აქციები იმართებოდა.
რუსეთი უკრაინას თავს 24 თებერვალს
დაესხა. ვლადიმერ პუტინის მიერ ომის გამოცხადებას წინ უძღოდა რუსეთის
მიერ უკრაინის ოლქების: ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. დამოუკიდებელ
სახელმწიფოებად აღიარება.
მასალის გამოყენების პირობები