რუსეთ-უკრაინის ომში, ბოლო 24
საათის განმავლობაში, 250-ზე მეტი გაფრენა დაფიქსირდა რუსული ავიაციის
მხრიდან უკრაინის მიმართულებით.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით,
მტრის მთავარ სამიზნეებად რჩება სამხედრო და სამოქალაქო
ინფრასტრუქტურული ობიექტები კიევის, ჩერნიჰოვისა და ხარკოვის
რეგიონებში.
თავის მხრივ, უკრაინულმა მხარემ
დღის განმავლობაში მოწინააღმდეგის 11 საჰაერო სამიზნე გაანადგურა.
ჩამოაგდო 7 თვითმფრინავი, 1 უპილოტო საფრენი აპარატი, 1 შვეულმფრენი,
2 საკრუიზო რაკეტა. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთ-
უკრაინის ომის ერთი თვის განმავლობაში:
დაიღუპა - 15 800 რუსი
სამხედრო
განადგურდა:
530 - ტანკი
1597 - ბრონირებული
მანქანა
280 - საარტილერიო
სისტემა
47 - მიწა-ჰაერი
რაკეტა
108 - თვითმფრინავი
50 - დრონი
1033 - სამხედრო
ავტომობილი
4 - გემი
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს
ცნობით, ოპერატიულ-ტაქტიკურმა და სამხედრო ავიაციამ უკრაინის
შეიარაღებული ძალების 86 სამხედრო აქტივს დაარტყა. მათ შორის: 6
სამეთაურო პუნქტს, 2 მრავალჯერად სარაკეტო სისტემას, 8 საველე
საარტილერიო იარაღს და 3 საბრძოლო საცავს.
რუსეთის საჰაერო თავდაცვის
საშუალებებმა ჩამოაგდეს 9 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი იზიუმის,
კიევის, სუმის, ხარკოვისა და ჩერნიგოვის მახლობლად.
საერთო ჯამში, რუსების ცნობით, მათ
გაანადგურეს:
255 უპილოტო საჰაერო
ხომალდი
189 საზენიტო სარაკეტო
სისტემა
1564 ტანკი და სხვა
ჯავშანტექნიკა
158 მრავალჯერადი სარაკეტო
სისტემა
612 საველე არტილერია და
ნაღმტყორცნები
1367 ერთეული სპეციალური სამხედრო
მანქანა
უკრაინაში 29 დღეა ომი
მიმდინარეობს. რუსი აგრესორების უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს
შეიჭრნენ.
მასალის გამოყენების პირობები