"ნამახვანჰესის" პროექტის
ინვესტორმა კომპანია ENKA-მ, რიონის ხეობაში ტექნიკის დემონტაჟი
დაიწყო.
- ამის შესახებ ინფორმაცია
"ქუთაისიპოსტს" კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის
წარმომადგენელმა ირმა ცქიტიშვილმა დაუდასტურა.
"დიახ, დავიწყეთ ტექნიკის
დემონტაჟი", - ამბობენ კომპანიაში.
ამავდროულად, BM.GE ავრცელებს
ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ინვესტორმა
ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული ხელშეკრულება ოფიციალურად
გაწყვიტა.
კომპანია "ენკა რინიუებლზი" ხეობაში
433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს აშენებდა, რასაც ადგილობრივი
მოსახლეობისგან უწყვეტი პროტესტი მოჰყვა. სპეციალისტები, რომლებმაც
ხელშეკრულება დეტალურად შეისწავლეს, აცხადებენ, რომ მასში დათმობილია
სახელმწიფო ინტერესი.
კომპანია ENKA-მ გასული წლის
სექტემბერში, საფონდო ბირჟაზე ფორს-მაჟორისა და კონტრაქტის პირობების
დარღვევის გამო, სახელმწიფოსთან საინვესტიციო ხელშეკრულების გაწყვეტის
შესახებ გააკეთა განაცხადი. განცხადების მიხედვით, "ენკა რინიუებლზმა"
კონტრაქტზე უარი მისი პირობების დარღვევისა და ფორსმაჟორული
გარემოებების გამო თქვა. იმ დროიდან მოყოლებული, ჰესის მშენებლობის
მოსამზადებელი სამუშაოები შეჩერებული იყო, თუმცა, ადგილზე რჩებოდა
მძიმე ტექნიკა.
მასალის გამოყენების პირობები