შეერთებული შტატები ადასტურებს
რუსეთის არმიის უკან დახევას კიევის მახლობლად.
CNN-ის ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანმა
ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსული ჯარები გადავიდნენ კიევიდან
აღმოსავლეთით, დაახლოებით, 50 კილომეტრში.
მანამდე, კიევის მერმა ვიტალი
კლიჩკომ განაცხადა, რომ ქალაქ ირპენს, თითქმის სრულად აკონტროლებს
უკრაინული მხარე. ირპენი 12 კილომეტრითაა დაშორებული დედაქალაქ
კიევიდან. მანამდე, რუსები აკონტროლებდნენ ირპენის, დაახლოებით, 70-80
პროცენტს.
უკრაინულმა არმიამ ამით რუსებს
ჩაუშალა კიევის ალყაში მოქცევის და მისი ბლოკადის გეგმა.
ამის პარალელურად, აშშ-ის თავდაცვის
უწყების ინფორმაციით, რუსეთმა გაზარდა თავდასხმები აღმოსავლეთ
უკრაინაში.
უკრაინაში 29 დღეა ომი
მიმდინარეობს. რუსი ოკუპანტები უკრაინაში ერთი თვის წინ, 24 თებერვალს
შეიჭრნენ.
მასალის გამოყენების პირობები