ახალი ამბები
რუსეთი დასავლეთს ნავთობსა და ბუნებრივ აირს მხოლოდ რუბლში მიყიდის
FaceBook
ვლადიმერ პუტინი სავალუტო გადახდის წესს ცვლის, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთი კონკრეტული ქვეყნებისგან საექსპორტო შემოსავალს მხოლოდ რუბლში მიიღებს.

მთავრობის წევრებთან გამართულ საგანგებო შეხვედრაზე, რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ დასავლეთის ქვეყნების არალეგიტიმური გადაწყვეტილების გამო, საგადასახადო ვალდებულებები დოლარში და ევროში ვეღარ შესრულდება, ამიტომ ევროკავშირის ქვეყნებმა ნავთობისა და ბუნებრივი აირის საფასური რუბლში უნდა გადაიხადონ.

"დასავლეთის ზოგიერთმა ქვეყანამ მიიღო არალეგიტიმური გადაწყვეტილებები, მათ გაყინეს რუსული აქტივები, კოლექტიურმა დასავლეთმა ამით თავისი ვალუტები დააყენა საფრთხის ქვეშ. ამერიკამ, ასევე ევროპამ, ამით საკუთარი დეფოლტი გამოაცხადეს რუსეთის წინაშე. დღეს ყველამ იცის მსოფლიოში, რომ დოლარში და ევროში ვალდებულებები, შესაძლოა არ შესრულდეს. სავსებით ნათელია, რომ ევროკავშირსა და ამერიკაში ჩვენი საქონლის მიწოდებასა და ანაზღაურების ევროსა და დოლარში მიღებას, აზრი არ აქვს, შესაბამისად, ძალიან მალე, როგორც ბუნებრივ აირსა და ნავთობზე, ასევე სხვა ექსპორტზე განაცხადი უნდა შედგეს რუბლებში. იმ ვალუტებში, რომლებმაც საკუთარი თავის კომპრომეტირება მოახდინეს, გადახდა აღარ მოხდება. რუსეთი, რა თქმა უნდა, გააგრძელებს ნავთობისა და ბუნებრივი აირის მიწოდებას იმ ფასებითა და მოცულობით, რაც კონტრაქტებშია, რადგან ჩვენ ძალზედ ვუფრთხილდებით ჩვენს რეპუტაციას და გვინდა ვიყოთ სანდო პარტნიორები. ცვლილება შეეხება მხოლოდ სავალუტო გადახდის წესს, რომელიც მოხდება რუბლში"
, - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ეროვნულსა და ცენტრალურ ბანკებს ცვლილებაზე მუშაობისთვის ერთკვირიანი ვადა მისცა.

რუსეთს, უკრაინაში შეჭრის გამო, ამერიკამ და ევროპის ქვეყნებმა მკაცრი ფინანსური სანქციები დაუწესეს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.