პენტაგონის ცნობით, რუსეთის
სამხედრო ძალებს აკლია საკვები, საწვავი და ზამთრის
აღჭურვილობა.
ინფორმაციას CNN ავრცელებს.
აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის
ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პენტაგონში, 22 მარტს გამართულ დახურულ
ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსული საჯარისო ნაწილებიდან სამხედროები
თბილი ტანსაცმლის ნაკლებობის გამო "გამოიყვანეს
ბრძოლიდან".
ოფიციალურმა პირმა ასევე აღნიშნა,
რომ რუსულ ხომალდებს საწვავი ეწურებათ.
ომიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ,
რუსეთის წინსვლა უკრაინაში, როგორც ჩანს, შეჩერდა მრავალ ფრონტზე -
აღნიშნავენ პენტაგონში, თუმცა შეჩერების ერთ-ერთი მიზეზი ისიც
შეიძლება იყოს, რომ რუსეთი იბრძვის კონკრეტული სამხედრო მიზნების
მისაღწევად.
უკრაინაში 28 დღეა ომი გრძელდება. რუსი აგრესორები სუვერენული
უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრნენ.
მასალის გამოყენების პირობები