საქართველოში მომუშავე
არასამთავრობო ორგანიზაციები, მმართველ პარტიას მოუწოდებენ შეწყვიტოს
მოქალაქეების ომით დაშინება, მკაფიოდ გამოხატოს ქვეყნის მხარდაჭერა
უკრაინისადმი და დააფიქსიროს ერთგულება დასავლეთის მიერ დაწესებული
საერთაშორისო სანქციების მიმართ.
"მმართველმა ძალამ ღიად და ერთმნიშვნელოვნად
დააფიქსიროს ქვეყნის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, ასევე დასავლეთის
მხრიდან უკრაინის მხარდამჭერი ნაბიჯებისადმი და შეწყვიტოს ქვეყნის
საერთაშორისო რეპუტაციის შემლახველი პოზიციონირება; მკაფიოდ
განაცხადოს, რომ იგი ერთგულია დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული
საერთაშორისო სანქციების რეჟიმის. "ქართულმა ოცნებამ" დაუყოვნებლივ
შეწყვიტოს მოქალაქეების ომით დაშინება და ამ გზით მათი დემორალიზება,
რაც ბოლო პერიოდში გამოკვეთილ პროპაგანდისტულ ხაზად გასდევს არა
მხოლოდ მმართველი ძალის წარმომადგენელთა განცხადებებს, არამედ
გააქტიურებულია მათთან აფილირებული პირების რიტორიკაშიც", -
ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს 22 არასამთავრობო
ორგანიზაცია აწერს.
სამოქალაქო სექტორის
წარმომადგენლები, ასევე მოითხოვენ შედგეს უსაფრთხოების საბჭოს
გაფართოებული შეხვედრა პრეზიდენტისა და ოპოზიციის
მონაწილეობით.
განცხადებას შემდეგი ორგანიზაციები
უერთდებიან:
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI
Georgia)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
(ISFED)
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
ცენტრი "ემპათია"
კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
საზოგადოება და ბანკები
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG)
მწვანე ალტერნატივა
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი
ევროპის ფონდი
უფლებები საქართველო
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
ლიბერალური აკადემია
საქართველოს ატლანტიკური საბჭო
ადამიანის უფლებათა ცენტრი
საფარი
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
მასალის გამოყენების პირობები