უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ
ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს.
ომში მყოფი ქვეყნის პირველი პირი მოსახლეობას ამხნევებს და ბოლომდე
ბრძოლისკენ მოუწოდებს.
"ბოლომდე ვიბრძოლებთ,
რამდენადაც შეგვიძლია. ვიბრძოლებთ მამაცურად, სრული ენერგიით. არ
დაიღალოთ. დავისვენოთ, როცა გავიმარჯვებთ", - ამბობს
ზელენსკი ვიდეომიმართვაში.
უკრაინაში 28 დღეა ომია. რუსი
ოკუპანტები სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრნენ.
იბომბება ქალაქები და დასახლებული პუნქტები. იღუპებიან მშვიდობიანი
მოქალაქეები. ვოლოდიმირ ზელენსკი ამ დრომდე უშედეგოდ სთხოვს ნატოს
წევრ ქვეყნებს, დაიცვან უკრაინის საჰაერო სივრცე რუსული
ჭურვებისგან.
მასალის გამოყენების პირობები