Anonymous-მა მსოფლიოში უმსხვილეს კვების კომპანია „ნესტლეს“
მონაცემთა ბაზას შეუტია.
როგორც ცნობილია, „ნესტლემ“ უარი თქვა რუსეთის
ბაზრის დატოვებაზე, რის გამოც იგი ჰაკერთა ჯგუფის სამიზნე
გახდა.
მანამდე, ანონიმმა ტვიტერში გამოაქვეყნა
მესიჯი:
"მოვუწოდებთ ყველა კომპანიას, რომელიც აგრძელებს
ოპერირებას რუსეთში, კრემლის კრიმინალური რეჟიმის ბიუჯეტში
გადასახადების გადახდით, გავიდნენ რუსეთიდან! ჩვენ გაძლევთ 48 საათს,
რომ დაფიქრდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ იქნებით ჩვენი სამიზნე"
- წერდა ანონიმუსი.
მოწოდებას თან ახლდა გრაფიკა, რომელიც ასახავდა
ათობით პოტენციური სამიზნე კორპორაციის ლოგოებს, მათ შორის Burger
King-ის, Citrix-ს, Nestle-სა და Subway-ს.
მათგან „ნესტლემ“ (საკვებისა და სასმელების
გლობალური მწარმოებელი) როგორც ჩანს, ყველაზე მეტი
აღშფოთება გამოიწვია ჰაკერთა ჯგუფში, რომელსაც ცალკე ტვიტი
მიუძღვნეს.
"ნესტლე“, როცა (უკრაიანში) დაღუპულთა რიცხვი
იზრდება, თქვენ გაგაფრთხილეს, მაგრამ დაარღვიეთ! ანონიმი პასუხს
აგებინებს ყველას დაუცველი ბავშვებისა და დედების
მკვლელობისთვის"- წერდა ანონიმუსი.
მონაცემთა ბაზა, რომელშიც Anonymous-მა შეაღწია
და გამოაქვეყნა, იკავებს 10 გბ-ს და შეიცავს "ნესტლეს" ელფოსტას,
პაროლებს და ბიზნეს კლიენტების მონაცემებს.
აღსანიშნავია, რომ 1980-იან წლებში „ნესტლემ“
გამოიწვია კრიტიკა აპარტეიდის ეპოქის სამხრეთ აფრიკაში მოღვაწეობის
გაგრძელებისთვის. რასისტული რეჟიმის გამო, მაშინ მსოფლიომ
ბოიკოტი გამოუცხადა სამხრეთ აფრიკას.
მასალის გამოყენების პირობები