უკრაინაში ომის გამო 3.5 მილიონზე
მეტი ადამიანი ლტოლვილი გახდა.
გაეროს მონაცემებით, ქვეყანას ყოველდღე 150 000
ადამიანი ტოვებს.
6250 ადამიანი - ყოველ
საათში.
104 ადამიანი - ყოველ
წუთში.
2 ადამიანი - ყოველ
წამში.
გაეროს მონაცემებით, 24 თებერვლის
შემდეგ, 10 მილიონზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა
სახლი. ეს უკრაინის მოსახლეობის თითქმის მეოთხედია და მოიცავს
დაახლოებით 6,5 მილიონ მამაკაცს, ქალს და ბავშვს.
IOM-ის მონაცემები აჩვენებს, რომ
იძულებით გადაადგილებულთა 13,5 პროცენტს უკვე ჰქონდა დევნილობის
გამოცდილება 2014 და 2015 წლებში, როდესაც რუსეთის სამხედრო ძალებმა
ყირიმის ანექსია მოახდინეს.
"გადაადგილებულთაგან ბევრი
არის განსაკუთრებით დაუცველი, ორსული და მეძუძური ქალები, მოხუცები,
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ქრონიკული დაავადებების მქონე
პირები და ადამიანები, რომლებიც უშუალოდ განიცდიან
ძალადობას", - იტყობინება IOM.
დევნილთა 60 პროცენტზე მეტს
ბავშვები ახლავს, ხოლო იძულებით გადაადგილებულ პირთა 53 პროცენტზე
მეტი ქალია.
უკრაინა-რუმინეთის საზღვარი 500-ზე
მეტმა ბავშვმა მშობლების გარეშე გადაკვეთა.
მასალის გამოყენების პირობები