უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს
გადაწყვეტილებით, კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების პროგრამა
აპრილის თვეშიც გრძელდება.
ამის შესახებ საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის
უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. მისი თქმით, ერთჯერადად 200 ლარს
მიიღებს 50 წლის და მეტი ასაკის პირი, რომელიც კორონავირუსის
საწინააღმდეგო აცრას გაიკეთებს. ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები
მიიღებენ 100 ლარიან დანამატს "ბუსტერ დოზის" გაკეთების
შემთხვევაში.
მთავრობამ ვაქცინაციის წახალისების
პროგრამა ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის გამო შექმნა.
22 მარტის მონაცემებით, სულ
ჩატარებულია 2 844 372 აცრა, აქედან სრულად აცრილია 1 254 202
ადამიანი.
ბუსტერ დოზით აცრილია 230 445
პირი.
მასალის გამოყენების პირობები