ახალი ამბები
მიმდინარე კვირას საქართველოში კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი შემოვა
FaceBook
საქართველოში მიმდინარე კვირას კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი შემოვა.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"მნიშვნელოვანია, რომ ამ კვირაში უკვე გვექნება კოვიდის სამკურნალო პრეპარატი. ეს არის სპეციალური პრეპარატი, რომელიც არის "ფაიზერის" შექმნილი "პაქსლოვიდი". სულ აქვს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანას და მიხარია, რომ ერთ-ერთი ჩვენი ქვეყანა იქნება. პრეპარატი გადაეცემა მათ, ვინც პოტენციურად შეიძლება ინფიცირების შემთხვევაში დამძიმდეს, მაგალითად აქვს ქრონიკული დაავადებები, მათ უფასოდ დავურიგებთ. ინფიცირებიდან პირველი ხუთი დღის განმავლობაშია აუცილებელი ამ მედიკამენტების მიღება. რაც შეეხება დოზებსა და ფასს, მირჩევნია კონფიდენციალურად დავტოვო იმიტომ, რომ ეტაპობრივი მოწოდებაა და გაუთქმელობის კონტრაქტი გვაქვს დადებული"
- განაცხადა მინისტრმა.

საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების უმეტესობა მოიხსნა, მათ შორის, პირბადის ღია სივრცეში ტარების ვალდებულება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ რომ პარლამენტის მიერ საკუთარი
უფლებამოსილების ცნობა, რასაც დღეს ოცნება აპირებს უკანონოა“, -
აღნიშნა იურისტმა ვახუშტი მენაბდემ.
13:10 / 25.11.2024
„უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ რომ პარლამენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ცნობა, რასაც დღეს ოცნება აპირებს უკანონოა“, - აღნიშნა იურისტმა ვახუშტი მენაბდემ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 29
ნოემბრის დღის პირველ ნახევრამდე ცივი და ნალექიანი ამინდია
მოსალოდნელი.
10:34 / 25.11.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 29 ნოემბრის დღის პირველ ნახევრამდე ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.