უკრაინის შეიარაღებული ძალების
გენერალური შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 20 მარტის ჩათვლით,
რუსეთის ჯარმა 15 000 -მდე ადამიანი დაკარგა.
განადგურებულია მოწინააღმდეგის
შედეგი ტექნიკა:
ჯავშანტექნიკა – 1535
საარტილერიო სისტემები –
240
ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა
– 72
საზენიტო საბრძოლო სისტემები –
44
თვითმფრინავი – 95
ვერტმფრენები – 115
სატრანსპორტო საშუალებები –
914
გემები / ნავები – 3
საწვავის ავზები – 60
უპილოტო საფრენი აპარატის
ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 17
სპეციალური აღჭურვილობა –
11
ინფორმაციას უკრაინული მხარის
დანაკარგებზე ავრცელებს რუსეთიც. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს
ინფორმაციით, უკრაინაში განადგურებულია:
ტანკი და ჯავშანმანქანა -
472
ზალპური ცეცხლის სისტემა -
62
სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტი -
1502
მართვის პუნქტი - 51
საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი -
38
რადიოლოკაციური სადგური -
51
მხარეები თავიანთი ცოცხალი ძალის
დანაკარგების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებენ.
უკრაინაში 26-ე დღეა ომია. ამ ხნის
განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა არ დაინდეს მშვიდობიანი მოქალაქეები,
მათ შორის, ქალები და ორსულები. რუსეთის აგრესიას 100-ზე მეტი ბავშვი
ემსხვერპლა. გაეროს ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი
ომის დაწყების შემდეგ ქვეყანა 3 389 044-მა უკრაინელმა დატოვა, მათი
90% ქალი და ბავშვია.
გაეროს თანახმად, ომის დაწყებიდან
დღემდე, 3 მილიონამდე უკრაინელი ლტოლვილად, 2 მილიონამდე კი დევნილად
იქცა.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს
შეიჭრა. თავდასხმას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის
სეპარატისტული ოლქების: დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის
აღიარება. პუტინმა რუსეთის ქმედებებს "სპეციალური ოპერაცია" უწოდა,
რომელიც, მისი თქმით, მიზნად ისახავს უკრაინის დემილიტარიზაციას და
საშიში ნაციონალისტებისგან მის "გაწმენდას".
მასალის გამოყენების პირობები