გია ბერიაშვილისა და დავით რატიანის
ცხედრებს უკრაინიდან საქართველოში დღეს გადმოასვენებენ.
ირპენთან დაღუპული ქართველი მებრძოლების ცხედრებს ჯერ პოლონეთში,
პოლონეთიდან კი სამშობლოში გადმოასვენებენ.
გია ბერიაშვილი და დავით რატიანი 17
მარტს, ირპენის მისადგომებთან რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიღუპნენ.
უკრაინაში ომის დაწყების დღიდან უკვე სამი ქართველი მოკლეს. 19 მარტს,
აგრესორი რუსეთის ჯართან ბრძოლაში გარდაიცვალა კიდევ ერთი ქართველი
ბახვა ჩიქობავა.
უკრაინაში 26 დღეა ომია. რუსეთი
სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. ვლადიმერ პუტინის მიერ
ომის გამოცხადებას წინ უძღოდა რუსეთის მიერ უკრაინის ოლქების:
ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად
აღიარება.
უკრაინაში საბრძოლველად არაერთი ქართველი გაემგზავრა. მოხალისეები
რუსეთის წინააღმდეგ ფრონტის ხაზზე იბრძვიან. პარალელურად, უკრაინელი
ლტოლვილების დასახმარებლად, არაერთი ქართველი ჩავიდა
უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე, სადაც რუსეთის აგრესიას გამოქცეულ
უკრაინელებს საკვებით ეხმარებიან და საზღვრამდე ტრანსპორტირებას
სთავაზობენ.
მასალის გამოყენების პირობები