უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა დამპყრობლებმა ბომბები
ჩამოაგდეს მარიუპოლის სამხატვრო სკოლაზე, სადაც 400-მდე
მოქალაქე იმალებოდა.
"მტრებმა ბომბები ჩამოაგდეს მარიუპოლის მარცხენა სანაპიროს მე-12
სამხატვრო სკოლაში, სადაც 400-მდე მარიუპოლის მცხოვრები
იმალებოდა - ქალები, ბავშვები და ხანდაზმულები. ცნობილია, რომ შენობა
დანგრეულია, ნანგრევების ქვეშ კი ისევ მშვიდობიანი ხალხია.
დაშავებულთა რაოდენობა ზუსტდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე, 16 მარტს რუსულმა თვითმფრინავმა ბომბი ჩამოაგდო მარიუპოლის
დრამატული თეატრის შენობაზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე
იმალებოდა. თავშესაფარის შესასვლელი ნამსხვრევებით იყო
გადაკეტილი, დაბომბვის შედედაგ კი, მსხვერპლის შესახებ
ინფორმაცია არ ვრცელდება.
პუტინის რუსეთის ამ დანაშაულმა დიდი რეზონანსი გამოიწვია
მსოფლიოში.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ
განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან
მოსახლეობას.
შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული
დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.
გაეროს თანახმად, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინიდან უკვე 3
მილიონამდე ლტოლვილი და 2 მილიონამდე დევნილია.
მასალის გამოყენების პირობები