უკრაინაში, ქალაქ მარიუპოლში
ქართველი მებრძოლი ბახვა ჩიქობავა დაიღუპა.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
18 მარტს, უკრაინაში, რუსი
ოკუპანტების წინააღმდეგ მებრძოლი ქართველები - გია ბერიაშვილი და
დავით რატიანი დაიღუპნენ.
მარიუპოლი დღემდე ერთ-ერთ ცხელ
წერტილად რჩება.
უკრაინაში 24 დღეა ომია. რუსეთი
სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. ვლადიმერ პუტინის მიერ
ომის გამოცხადებას წინ უძღოდა რუსეთის მიერ უკრაინის ოლქების:
ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად
აღიარება.
მასალის გამოყენების პირობები