ჩეხეთში, ერთ-ერთი ქუჩის კედელზე,
უკრაინაში ომის თემაზე ახალი გრაფიტი გაჩნდა.
მისი ავტორია ჩეხი სტრიტარტისტი
ChemiS.
გრაფიტზე გამოსახულია ახალგაზრდა
გოგონა, რომელიც გარშემორტყმულია პოპულარული ბავშვთა სათამაშოებით
მთელი მსოფლიოდან. მათ შორისაა ჩეხეთის რესპუბლიკაში ბავშვების
საყვარელი სათამაშო პატარა მოლი (კრტეკი), გერმანელი - ფუტკარი მაია,
ფინელი - მუმინი, პოლონელი - ბოლეკი და ლოლეკი, ფრანგი- ობელიქსი და
ამერიკელი - მიკი მაუსი. მხატვარი ამით მიანიშნებს, რომ უკრაინა
საკუთარი მოქალაქეებისა და მათ შორის ბავშვების სიცოცხლის ფასად, მთელ
მსოფლიოს იცავს.
"უკრაინა ახლა იბრძვის
როგორც საკუთარი, ასევე ჩვენი მომავლისა და თავისუფლების დასაცავად.
როგორც ორი შვილის მამას, ვერ წარმომიდგენია ის უმწეობა, ტკივილი და
შიში, რასაც ჩვეულებრივი ადამიანები განიცდიან უკრაინაში", -
წერს ChemiS ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
რუსეთის ომს 112 უკრაინელი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები