Robert Bosch GmbH რუსულ ბაზარს
ტოვებს.
მსოფლიოს უმსხვილესმა კომპანიამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო,
რაც უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთი ბოშის ნაწილებს სამხედრო
აღჭურვილობაში იყენებდა.
"Bosch-ის ნაწილების
გამოყენება „არასამოქალაქო“ მიზნებისთვის ეწინააღმდეგება მის
პოლიტიკას", - აცხადებენ კომპანიაში.
Bosch-მა გამოაცხადა წარმოების
სრული შეწყვეტა რუსულ ქარხნებში, მათ შორის, სანკტ-პეტერბურგის
საყოფაცხოვრებო საქონლის ქარხანაში.
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის
გამო, რუსეთიდან ასობით კომპანია გავიდა.
მასალის გამოყენების პირობები