უკრაინის უმაღლესი რადას
განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების კომიტეტის ინფორმაციით,
რუსულმა ავიაციამ საჰაერო იერიში სულ 489 სასწავლო დაწესებულებაზე
მიიტანა.
აქედან 69 მთლიანად განადგურდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში დაზიანდა
25 სასწავლო დაწესებულება, მათგან 5 განადგურდა.
"ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ
ყველაფერს ჩვენი გამარჯვების შემდეგ, მაგრამ არასოდეს დავივიწყებთ და
არ ვაპატიებთ. განათლების ამ გენოციდზე სრული პასუხისმგებლობა
ეკისრება ფაშისტურ რუსეთს", - განაცხადა უკრაინის უმაღლესი
რადას განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების კომიტეტის
თავმჯდომარემ სერხი ბაბაკმა.
რუსი ოკუპანტები უკრაინაში ომს
განსაკუთრებული სისასტიკით აწარმოებენ. ისინი ბომბავენ მშვიდობიან
მოსახლეობას, თავშესაფრებს, სამედიცინო დაწესებულებს, სკოლებსა და
ბაღებს. ცეცხლს უხსნიან პურის რიგში მდგომ ადამიანებს, ესვრიან
მოქალაქეებს ქუჩებში. რუსეთის ომს 112 უკრაინელი ბავშვის სიცოცხლე
ემსხვერპლა. დაღუპულია 3000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე. ლტოლვილად იქცა
3 მილიონამდე უკრაინელი.
მასალის გამოყენების პირობები