უკრაინის შეიარაღებული ძალების
გენერალური შტაბის ინფორმაციით, 19 მარტის მონაცემებით, უკრაინელების
წინააღმდეგობა არ შესუსტებულა და ისინი განაგრძობენ დაკავებული
ადგილების გამაგრებას.
უკრაინის საზენიტო-სარაკეტო ძალებმა
და გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა ჩამოაგდეს 12 საჰაერო სამიზნე, 2
თვითმფრინავი, 3 ვერტმფრენი, 3 უპილოტო საფრენი აპარატი და 4 საკრუიზო
რაკეტა.
დღის განმავლობაში უკრაინის
შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს რუსი ოკუპანტების ტექნიკის
რამდენიმე რიგი მიკოლაევისა და სუმის რაიონებში. მტრის დანაკარგები
ჯერ კიდევ ზუსტდება. უკრაინული მხარის ცნობით, შეტაკებების დროს
დაიღუპა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხრეთ სამხედრო
ოლქის მე-8 გაერთიანებული შეიარაღების არმიის მეთაური,
გენერალ-ლეიტენანტი ანდრეი მორდვიჩევი.
უკრაინის ტერიტორიიდან აგრძელებენ
დაღუპული და დაჭრილი რუსი სამხედროების გამოყვანას. ქალაქ გომელში,
ყველა სამედიცინო დაწესებულება ჩართულია დაჭრილი დამპყრობლების
მიღებასა და მკურნალობაში.
დანაკარგები აქვს უკრაინულ მხარეს.
რუსულმა ავიაციამ მორიგი სარაკეტო იერიში განახორციელა.
სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა
ნიკოლაევის სამხედრო ბაზაზე. არსებული ინფორმაციით, დაშავებული და
დაღუპულია ათობით უკრაინელი ჯარისკაცი.
რუსები აგრძელებენ ქალაქების,
დასახლებული ადგილების და მშვიდობიანი მოქალაქეების
დაბომბვას.
რუსეთ-უკრაინის ომი 24 დღეა
მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები